понедельник, 4 декабря 2017 г.

ანტიკური თეატრის ისტორიის შესახებ 1-ლ დეკემბერს მილენა დავითაძე გვესაუბრა. საოცრად მიმზიდველად მოგვეჩვენა უძველესი თეატრალური ნაგებობებიც. ბევრი რამ შეიცვალა საუკუნეების შემდეგ, მაგრამ დამოკიდებულება თეატრისადმი,ვფიქრობთ, რომ არ სეცვლილა. თეატრალური სამყარო დღესაც საინტერესოა.
                                ლიზი მიქელაძე

пятница, 24 ноября 2017 г.

   

24  ნოემბერი ქართული თეატრის ისტორიას მივუძღვენით. გავეცანით ფრიდონ გორგილაძის პრეზენტაციას,  ვნახეთ ვიდეოფილმები : ,,ქართული თეატრის ისტორია", ,,თანამედროვე ქართული თეატრი",,,თავისუფალი თეატრი თავისუფალი მაყურებლისთვის". შეხვედრას თანაკლასელებიც ესწრებოდნენ.
                                                         ანა ქათამაძე

пятница, 17 ноября 2017 г.

17 ნოემბერი. თეატრის მოყვარულთა კლუბ ,,მენოაგეს" წევრების შეხვედრა თეატრალური ნაგებობების მიმოხილვას დაეთმო. ბექა მამულაძის საპატიო მიზეზით არყოფნის გამო მისი ნაშრომი ლიზი მიქელაძემ და დათო ანანიძემ წარმოადგინეს. პრეზენტაცია ,ძირითადად, საოპერო თეატრების ნაგებობებს შეეხებოდა. ჩავინიშნეთ, რომ ბექამ სხვადასხვა ტიპის თეატრალური ნაგებობების შესახებაც მოგვიმზადოს პრეზენტაცია. ლუკა ბარამიძე ბათუმის თეატრის ისტორიაზე გვესაუბრა.
თეატრალური ნაგებობების სიდიადემ ამაღლებული განწყობა შეგვიქმნა.


                                   ფრიდონ გორგილაძე

пятница, 10 ноября 2017 г.

10 ნოემბრის შეხვედრა თეატრის ისტორიასა და თეატრის სახეებს დავუთმეთ. ლიზი მიქელაძემ საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზა თეატრის სახეებზე. გავიხსენეთ, რაც ვიცოდით თეატრების შესახებ. ყველაზე მეტად თოჯინების თეატრი გვახსოვდა.ბოლოს ჩვენს ხელთ არსებული თოჯინებიც გამოვიყენეთ და დაგვიანებული მოსწავლისა და მანდატურის შეხვედრის სცენა ექსპრომტად შევასრულეთ. სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. დათო ანანიძემ და ანა ქათამაძემ საინტერესო იდეებიც შემოგვთავაზეს. იმედია გამოგვივა.
                                                                                                             


                                                                                                            ბექა მამულაძე

пятница, 3 ноября 2017 г.

2017 წლის 2 ნოემბერს შევიკრიბეთ თეატრის მოყვარულთა კლუბ ,,მენოაგეს" წევრები.შევავსეთ ბარათები ( რა ვიცით თეატრის შესახებ და რა მინდა გავიგო).ვისაუბრეთ თანამედროვე თეატრების პრობლემებზე. გავეცანით ცნობილი მსახიობების მოსაზრებებს თეატრების პრობლემების შესახებ. საიტერესო იყო კლუბის სამუშაო პროგრამის განხილვა.

среда, 25 октября 2017 г.


რამდენიმე ძველი ქართული თეატრალური ტერმინი

ძველ ქართულში დასტურდება შემდეგი  ქართული წარმოშობის ტერმინები:

''ბერიკა''– ნიღბების ქართულ–ხალხურ თეატრ ''ბერიკაობის'' მონაწილე მსახიობი

''დასდებელი''– (დაზდებული საბა) – მომღერალ გუნდთან ერთად სოლისტების გამოსვლანეფე–დედოფლის საქებლად, შესამკობად

''დედოფალა'' – ძველი ქართული ხალხური თორჯინის სახელწოდება.

''კუკი''– ძველი ქართული ხალხური თორჯინების ტეატრის თოჯინის სახელწოდება.

''ლიზღობა''– ძველი ქართული თეატრალური ტერმინი. რომელიც , აღნიშნავდა ისეთ ხუმრობას მაღალი წრის წარმომადგენლების თამამ განქიქებას , როცა ამისათვის არავინ ისჯებოდა. 

''მახიობელი''– ძველ ქართულ თეატრ ''სახიობის'' მიმიკოსი მსახიობი.

''მემღერე''– ძველი ქართული თეატრის ''სახიობის'' დასის პროფესიონალური შემსრულებელი.

''მემუღამე''– ძველ საქართველოში მომღერალი, მუსიკოს–იმპროვატორი, იგავების, გამოცანების შემთხვზელი და მათივე ამომხსნელი'.

''ხუმარა''– ოხუნჯი, ენა მოსწრებული.

''სახიონი''– ნიღბის ძველქართული ხალხური სახელწოდება.

''როკვა''– ცეკვა თამაში.

''მრგუალი''– ფერხული.

''მაოცარი''– თვალთმაქცი.

''მოკიცხარი''– ძველი ქართული თეატრის ''სახიობის'' დასის პროფესიონალური შემსრულებელი, მოცეკვავე.

''მენოაგე''– სასახლის გასართობი სახიობის მსმენელ–მაყურებელი.
და სხვა...