სსიპ ქ. ბათუმის N 6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
თეატრის მოყვარულთა კლუბი ,,მენოაგე“
კლუბის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მარინე ჭყონია
კლუბის წევრთა
შეხვედრების კალენდარი:
1.მუშაობის დაწყება 2 ნოემბრიდან-31 მაისის ჩათვლით.
2.შეხვედრების ხანგრძლივობა-1სთ.
3. შეხვედრების რაოდენობა- კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
4.სამიზნე ჯგუფი: IX-X კლასები.
თეატრის
მოყვარულთა კლუბ .. მენოაგეს“ კონცეფცია
,,მენოაგე“-(თეატრ).სასახლის თეატრის ,,სახიობის“ მსმენელ-მაყურებელი.
მისია
|
პიროვნების ჰარმონიული აღზრდა.
|
მიზანი
|
1.მოზარდთა ესთეტიკური აღზრდისა და განვითარებისადმი ხელშეწყობა.
2. სასკოლო სივრცეში თეატრის,
როგორც კულტურული ჩვევების ჩამოყალიბების საშუალების, იმიჯის წამოწევა.
3. საჯარო გამოსვლების უნარების ჩამოყალიბება
4. მოსწავლეებში წიგნიერებისადმი
ინტერესის გაზრდა.
|
ამოცანები:
|
1.ორგანიზაციული უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება
2. თეატრების ,რეჟისორებისა და მსახიობების შესახებ ინფორმაციების მოძიება
, დახარისხება.
3. საინტერესო პრეზენტაციების მომზადება- წარდგენა.
4. ლიტერატურისადმი( კერძოდ, დრამატურგიიდადმი) ინტერესის გაღვივება.
5. გემოვნებიანი , დახვეწილი ქცევების მქონე მოზარდის ჩამოყალიბება.
6. მშობელთა ჩართულობის ორგანიზება.
|
მოსალოდნელიშედეგები:
|
1.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
2.ჩამოყალიბდებიან გემოვნებიან მაყურებლებად.
3. შეისწავლიან თეატრის განვითარების ისტორიას, რისი საშუალებითაც გაიაზრებენ თეატრის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
4.ჩამოყალიბდებიან კრეატიულ, ანალიტიკური აზროვნების მქონე მოზარდებად.
5. შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას.
|

Комментариев нет:
Отправить комментарий