17 ნოემბერი. თეატრის მოყვარულთა კლუბ ,,მენოაგეს" წევრების შეხვედრა თეატრალური ნაგებობების მიმოხილვას დაეთმო. ბექა მამულაძის საპატიო მიზეზით არყოფნის გამო მისი ნაშრომი ლიზი მიქელაძემ და დათო ანანიძემ წარმოადგინეს. პრეზენტაცია ,ძირითადად, საოპერო თეატრების ნაგებობებს შეეხებოდა. ჩავინიშნეთ, რომ ბექამ სხვადასხვა ტიპის თეატრალური ნაგებობების შესახებაც მოგვიმზადოს პრეზენტაცია. ლუკა ბარამიძე ბათუმის თეატრის ისტორიაზე გვესაუბრა.თეატრალური ნაგებობების სიდიადემ ამაღლებული განწყობა შეგვიქმნა.
ფრიდონ გორგილაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий