пятница, 24 ноября 2017 г.
пятница, 17 ноября 2017 г.
17 ნოემბერი. თეატრის მოყვარულთა კლუბ ,,მენოაგეს" წევრების შეხვედრა თეატრალური ნაგებობების მიმოხილვას დაეთმო. ბექა მამულაძის საპატიო მიზეზით არყოფნის გამო მისი ნაშრომი ლიზი მიქელაძემ და დათო ანანიძემ წარმოადგინეს. პრეზენტაცია ,ძირითადად, საოპერო თეატრების ნაგებობებს შეეხებოდა. ჩავინიშნეთ, რომ ბექამ სხვადასხვა ტიპის თეატრალური ნაგებობების შესახებაც მოგვიმზადოს პრეზენტაცია. ლუკა ბარამიძე ბათუმის თეატრის ისტორიაზე გვესაუბრა.თეატრალური ნაგებობების სიდიადემ ამაღლებული განწყობა შეგვიქმნა.
ფრიდონ გორგილაძე
пятница, 10 ноября 2017 г.
10 ნოემბრის შეხვედრა თეატრის ისტორიასა და თეატრის სახეებს დავუთმეთ. ლიზი მიქელაძემ საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზა თეატრის სახეებზე. გავიხსენეთ, რაც ვიცოდით თეატრების შესახებ. ყველაზე მეტად თოჯინების თეატრი გვახსოვდა.ბოლოს ჩვენს ხელთ არსებული თოჯინებიც გამოვიყენეთ და დაგვიანებული მოსწავლისა და მანდატურის შეხვედრის სცენა ექსპრომტად შევასრულეთ. სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. დათო ანანიძემ და ანა ქათამაძემ საინტერესო იდეებიც შემოგვთავაზეს. იმედია გამოგვივა.пятница, 3 ноября 2017 г.
2017 წლის 2 ნოემბერს შევიკრიბეთ თეატრის მოყვარულთა კლუბ ,,მენოაგეს" წევრები.შევავსეთ ბარათები ( რა ვიცით თეატრის შესახებ და რა მინდა გავიგო).ვისაუბრეთ თანამედროვე თეატრების პრობლემებზე. გავეცანით ცნობილი მსახიობების მოსაზრებებს თეატრების პრობლემების შესახებ. საიტერესო იყო კლუბის სამუშაო პროგრამის განხილვა.
Подписаться на:
Комментарии (Atom)
