16-23 თებერვალი აკაკი ხორავასა და ოთარ მეღვინეთუხუცესის
შემოქმედების გაცნობას დაეთმო. ფრიდონ გორგილაძემ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია მეღვინეთუხუცესის
შემოქმედებაზე, ხოლო ბექა მამულაძემ აკაკი ხორავას ბიოგრაფია გაგვაცნო.
მარტის
თვე ვასო გოძიაშვილის ( გეგი გოგრაჭაძე), ვერიკო ანჯაფარიძის ( მილენა დავითაძე) და
სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებაზე საუბარს დაეთმო( ლუკა ბარამიძე). ვნახეთ ფრაგმენტები
ვასო გოძიაშვილის შემოქმედებიდან.
30
მარტს ვნახეთ სპექტაკლი ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ვასო გოძიაშვილის მონაწილეობით.
აპრილის
თვეში ყურადღება გავამახვილეთ მხატვრული კითხვის ელემენტებზე და სასკოლო სპექტაკლისთვის
პიესის შერჩევაზე. რამდენიმე პიესიდან შევარჩიეთ ლანა მანველის პიესა ,, ბედნიერების
დღე“( ორმოქმედებიანი დრამა) .
პიესაში ყურადღება გამახვილებული იყო ომის სავალალო
შედეგებზე, ადამიანურ ტრაგედიაზე და თანაც
პიესის პერსონაჟთა რაოდენობა ზუსტად ემთხვეოდა კლუბის წევრთა რაოდენობას.
მაისის
თვე პიესაზე რეპეტიციებს დავუთმეთ, თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა დროში ჩატევა და იძულებული
გავხდით კვირაში სამჯერ მაინც შევკრებილიყავით,
რათა პიესა გაგვეთავისებინა. მსახიობობა არც თუ ისე ადვილი ყოფილა.




Комментариев нет:
Отправить комментарий