вторник, 13 февраля 2018 г.

9 თებერვალს   ვისაუბრეთ ორატორულ ხელოვნებაზე. ტექსტებიდან ფრაგმენტების მხატვრული წაკითხვა. დათო ანანიძემ და ბექა მამულაძემ გაგვაცნეს ორატორული ხელოვნების დეტალები ( მეტყველების კულტურა, საუბრისას საჭირო საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ჟესტიკულაცია, ინტონაცია) და გაგვაცნეს ცნობილი ორატორების გამონათქვამები ( მაგ. “არაფერია ისეთი დაუჯერებელი, რასაც ორატორი ვერ გახდის მისაღებს” ციცერონი). 
შეხვედრის დასასრულს მხატვრული ტექსტებიდან წავიკითხეთ  ფრაგმენტები.

вторник, 6 февраля 2018 г.

2 თებერვალი დრამატურგიული ნაწარმოებების თავისებურებებზე საუბარს დაეთმო. ვისაუბრეთ დრამატურგიული ნაწარმოებების შექმნის ხელოვნებაზე.აღვნიშნეთ, რომ დრამატურგიულ ნაწარმოებში მოქმედება წარმოადგენს დროის გარკვეულ მონაკვეთში მიმდინარე ცვლილებას. დრამატურგიაში ასეთი ცვლილების ანალოგია ცვლილებები ბიოგრაფიაში, კომედიურ ჟანრში - მხიარული, ხოლო ტრაგედიაში - სევდიანი.
წავიკითხეთ ფრაგმენტები პიესებიდან, რაც ძალიან სახალისო აღმოჩნდა.
8 დეკემბრის შეხვედრა  ბათუმის თეატრის ისტორიის გაცნობას დაეთმო. ლუკა ბარამიძე გვესაუბრა თეატრის ისტორიაზე, პრობლემებსა და მასახიობებზე. ეს დღე საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ ქართული პანტომიმის თეატრის განვითარებაზე დათო ანანიძემ საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზა. გვესაუბრა პანტომიმის თეატრის დაამაარსებელზე ამირან შალიკაშვილზე.
15 დეკემბერი მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით კაბუკის თეატრს დავუთმეთ.კაბუკის თეატრი ცნობილია მისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით.ვნახეთ ფრაგმენტი კაბუკის თეატრის მონაწილეთა შესრულებით.
22 დეკემბრის შეხვედრა სასკოლო თეატრის მნიშვნელობაზე საუბრით დავიწყეთ და ვნახეთ  სკოლის მოსწავლეთა მიერ 2007 წელს დადგმული პიესა დავით ჩაჩიბაიას ,,ზეიმი მზის ჩასვლისას".