вторник, 6 февраля 2018 г.

8 დეკემბრის შეხვედრა  ბათუმის თეატრის ისტორიის გაცნობას დაეთმო. ლუკა ბარამიძე გვესაუბრა თეატრის ისტორიაზე, პრობლემებსა და მასახიობებზე. ეს დღე საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ ქართული პანტომიმის თეატრის განვითარებაზე დათო ანანიძემ საინტერესო პრეზენტაცია შემოგვთავაზა. გვესაუბრა პანტომიმის თეატრის დაამაარსებელზე ამირან შალიკაშვილზე.
15 დეკემბერი მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით კაბუკის თეატრს დავუთმეთ.კაბუკის თეატრი ცნობილია მისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით.ვნახეთ ფრაგმენტი კაბუკის თეატრის მონაწილეთა შესრულებით.
22 დეკემბრის შეხვედრა სასკოლო თეატრის მნიშვნელობაზე საუბრით დავიწყეთ და ვნახეთ  სკოლის მოსწავლეთა მიერ 2007 წელს დადგმული პიესა დავით ჩაჩიბაიას ,,ზეიმი მზის ჩასვლისას".

Комментариев нет:

Отправить комментарий