9 თებერვალს ვისაუბრეთ ორატორულ ხელოვნებაზე. ტექსტებიდან ფრაგმენტების მხატვრული წაკითხვა. დათო ანანიძემ და ბექა მამულაძემ გაგვაცნეს ორატორული ხელოვნების დეტალები ( მეტყველების კულტურა, საუბრისას საჭირო საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ჟესტიკულაცია, ინტონაცია) და გაგვაცნეს ცნობილი ორატორების გამონათქვამები ( მაგ. “არაფერია ისეთი დაუჯერებელი, რასაც ორატორი ვერ გახდის მისაღებს” ციცერონი). შეხვედრის დასასრულს მხატვრული ტექსტებიდან წავიკითხეთ ფრაგმენტები.
Комментариев нет:
Отправить комментарий